ავლაბარში შენობა ჩამოინგრა

შემთხვევის ადგილი: თბილისი, მეტეხის ქუჩის N14

თბილისში, ისნის რაიონში, ავლაბარში, შენობის ნაწილი ჩამოინგრა. სასწრაფო დახმარების სამსახურმა დაშავებული ადამიანი ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანა.

შემთხვევის ადგილი: თბილისი, მეტეხის ქუჩის N14

ინგოროყვას კლინიკაში შეიყვანეს 30 წლამდე კაცი, რომელსაც ცხვირი, ლავიწის ძვალი და ხერხემლის მალები აქვს მოტეხილი. როგორც ექიმი განმარტავს, ოპერაციის ჩატარება არ არის საჭირო.

თბილისის მერიაში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ საცხოვრებელი სახლი ავარიული იყო, 14 ოჯახი კი გამგეობის ხარჯით ქირით ცხოვრობს.

„შენობა შეყვანილია ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამაში“, - ამბობენ მერიის პრესსამსახურში.

შემთხვევის ადგილი: თბილისი, მეტეხის ქუჩის N14

მეტეხის ქუჩის N14-ში მუშაობს სამაშველო სამსახური.

თბილისის მერიაში დამატებით განმარტავენ, რომ ეზო, რომელშიც შენობა ჩამოინგრა, შემოსაზღვრული იყო ღობით და უცნობია, როგორ მოხვდა იქ ადამიანი, რომელიც ნანგრევებში მოყვა.