პაკისტანი აცხადებს, რომ 7 მისი ჯარისკაცი დაიღუპა და 17 დაიჭრა ავღანეთის მოსაზღვრე ჩრდილოეთ ვაზირისტანში მდებარე სამხედრო ბაზაზე თვითმკვლელი ტერორისტების მიერ მოწყობილი თავდასხმის შედეგად.
„თავდაპირველად ტერორისტებმა დანაღმული სატვირთო ავტომანქანა შეაჯახეს სამხედრო ბაზის მთავარ პოსტს, რასაც შემდგომში თვითმკვლელების მიერ განხორციელებული არაერთი აფეთქება მოჰყვა, რამაც მთელი შენობა ჩამოანგრია“, - განაცხადეს პაკისტანის თავდაცვის სამინისტროში.
თავდასხმაში 6 ტერორისტი მონაწილეობდა. ისინი ადგილზე დაიღუპნენ.
თავდასხმაზე პასუხისმგებლობა მომხდარისთანავე არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია. მაგრამ ფიქრობენ, რომ ტერაქტის უკან ახლად შექმნილი დაჯგუფება „ჯაიშ-ე მუჰამედი“ უნდა იდგეს.
პაკისტანის პრეზიდენტმა ასიფ ალი ზარდარიმ და პრემიერ-მინისტრმა შაჰბაზ შარიფმა დაგმეს თავდასხმა და პატივი მიაგეს დაღუპულ ჯარისკაცებს.