ევროკომისია თვლის, რომ მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკების დაწყების თითქმის ყველა დარჩენილი პირობა შეასრულა

მოლდოვის პარლამენტის შენობა ევროკავშირის ფერებში. 14 დეკემბერი, 2024 წელი

ევროკავშირის აღმასრულებელმა ორგანომ, ევროკომისიამ, დაასკვნა, რომ მოლდოვამ, როგორც კანდიდატმა, შეასრულა თითქმის ყველა ის პირობა, რომლებიც საჭირო იყო ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკების დაწყებისთვის.

კომისიამ შარშან განაცხადა, რომ ბრიუსელის მიერ დადგენილი ცხრა პირობიდან კიშინიოვმა ექვსი შეასრულა. კომისიის წლევანდელ შეფასებაში, რომელსაც რადიო თავისუფლება გაეცნო 12 მარტს, ნათქვამია, რომ მოლდოვამ შეასრულა სამიდან ორი პირობა: დამატებით ზომები მიიღო დეოლიგარქიზაციისთვის და ანტიკორუფციულ ორგანოს საკმარისი სახსრები გამოუყო.

მესამე პირობა - მოსამართლეთა შემოწმება და ახალი გენერალური პროკურორის დანიშვნა - განვითარებულ სტადიაშია, წაიკითხავთ ცნობაში.

მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადი, საქართველოსთან ერთად, 2022 წლის 3 მარტს შეიტანა. უკრაინამ იგივე გააკეთა ომის დაწყებიდან 4 დღეში, 2022 წლის 28 თებერვალს.

უკრაინამ და მოლდოვამ კანდიდატის სტატუსი განაცხადის შეტანიდან 3 თვეში მიიღეს. საქართველოს შემთხვევაში ამას წელიწადი და ცხრა თვე დასჭირდა.

ასევე ნახეთ ტირასპოლელმა დეპუტატებმა რუსეთს „დნესტრისპირეთის დაცვა“ სთხოვეს
ასევე ნახეთ მაია სანდუმ პარლამენტს ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე რეფერენდუმის ორგანიზებისკენ მოუწოდა