უკრაინის დაცვის ჯგუფის შემდეგი შეხვედრა 19 მარტს გაიმართება გერმანიაში, აშშ-ის ბაზაზე

UDCG-ის შეხვედრა 2023 წლის 19 სექტემბერს, რამშტაინი, გერმანია

უკრაინის დაცვის საკონტაქტო ჯგუფის (UDCG) მე-20-ე შეხვედრა 19 მარტს გაიმართება, გერმანიაში, აშშ-ის რამშტაინის საჰაერო ბაზაზე - იუწყება აშშ-ის საჰაერო ძალები 9 მარტს.

"აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა, ლოიდ ოსტინმა... კვლავ მოიწვია თავდაცვის მინისტრები და მსოფლიოს მაღალი რანგის სამხედროები, რათა განიხილონ უკრაინის კრიზისი და უსაფრთხოების სფეროს სხვადასხვა გამოწვევა, რომელთა წინაშეც არიან აშშ-ის მოკავშირეები და პარტნიორები" - ვკითხულობთ განცხადებაში.

UDCG -ი მოიცავს ნატოს 32 წევრ სახელმწიფოს, ახლა უკვე შვედეთსაც.

წინა შეხვედრა 14 თებერვალს გაიმართა და მასზე განიხილეს საჰაერო თავდაცვის, საარტილერიო სისტემების და დრონების გაძლიერების საკითხები, იუწყებოდა უკრაინის თავდაცვის მინისტრი, რუსტემ უმეროვი.

ასევე ნახეთ უკრაინის დაცვის ჯგუფი ბრიუსელში განიხილავს კიევის მხარდაჭერას