გერმანელი, პოლონელი და ჩეხი ფერმერები აპროტესტებენ ევროკავშირის პოლიტიკას, უკრაინულ იმპორტს

გერმანელმა, პოლონელმა და ჩეხმა ფერმერებმა გააპროტესტეს ევროკავშირის სოფლის მეურნეობის პოლიტიკა და უკრაინული იმპორტი, 2024 წლის 9 მარტი

გერმანიაში, პოლონეთსა და ჩეხეთში 9 მარტს ფერმერებმა მათი ქვეყნების გადაკვეთაზე ჩაატარეს დემონსტრაცია ევროკავშირის სოფლის მეურნეობის პოლიტიკის და უკრაინიდან იაფი იმპორტის წინააღმდეგ.

ერთობლივ აქციაში მონაწილეობა მიიღო 400-მდე ფერმერმა, 150 ტრაქტორით, აქცია გაიმართა პოლონეთის სოფელ ბოგატინიაში, საერთო სასაზღვრო პუნქტზე - იუწყება ინიციატივა Land Creates Connection-ი.

ფერმერები გამოვიდნენ მოწოდებით გადაისინჯოს ევროკავშირის სოფლის მეურნეობის საერთო პოლიტიკა. ამასთან, ისინი ითხოვდნენ შეწყდეს უკრაინული მარცვლეულის მსგავსი იმპორტის უკონტროლო შედინება ევროკავშირში, რადგან, მათი თქმით, ამგვარი იმპორტი გაანადგურებს ბაზრებს სამივე ქვეყანაში.

ასევე ნახეთ პოლონეთში დაიწყო საზღვართან უკრაინის მარცვლეულის გადაყრის ინციდენტის გამოძიება