„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე ექიმი-კარდიოლოგის, ზვიად ყიფიანის კანდიდატურა არ განიხილება.
მან ტელეკომპანია „მთავარის“ ჟურნალისტს მიმართა და უთხრა: „ისე კატეგორიულად დადეთ განცხადება, რომ ეჭვი შემეპარა და პრემიერ-მინისტრსაც მივწერე. კატეგორიულად გამოვრიცხავ ამ კანდიდატს“.
ასევე ნახეთ ღარიბაშვილის მოყვანილი და კობახიძის გაშვებული - რა თქვა და რა მიანიშნა აზარაშვილმა თანამდებობიდან წასვლის შემდეგტელეკომპანია „მთავარმა არხმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე ზურაბ აზარაშვილს ექიმი-კარდიოლოგი ზვიად ყიფიანი ჩაანაცვლებს. მათივე ცნობით, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობას თბილისის საკრებულოს წევრი, ლევან ჟორჟოლიანი დაიკავებს.