Facebook-ი, Messenger-ი და Instagram-ი არ მუშაობს

ფეისბუკის, მესენჯერის და ინსტაგრამის გათიშვის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

ფეისბუკის და ინსტაგრამის მომხმარებლები საკუთარ გვერდებზე ვერ შედიან.

განახლება: Meta-ს პროდუქტებზე წვდომა აღდგენილია.

Meta-ს პროდუქტები 5 მარტს, საღამოს, დაახლოებით 19:20 საათზე, გლობალურად გაითიშა, რაც ათეულ მილიონობით მომხმარებელს შეეხო. გათიშვის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

"ჩვენ ვიცით, რომ ხალხს გაუჩნდა ჩვენს პროდუქტებზე წვდომის პრობლემები. ვმუშაობთ ამაზე", - დაწერა სოციალურ ქსელ X-ზე Facebook-ის წარმომადგენელმა ენდი სტოუნმა.

შეტყობინება, რომელსაც მომხმარებლები იღებენ Facebook-ზე შესვლის დროს.

პლატფორმების სტატუსის შემოწმება მომხმარებლებს Metastatus-სა და Downdetector-ზე შეუძლიათ. Downdetector-ის მონაცემებით, დაფიქსირდა 300 000-ზე მეტი შეტყობინება ფეისბუქის, ხოლო 20 000-ზე მეტი შეტყობინება ინსტაგრამის გათიშვაზე.