ისრაელის მხარემ "ძირითადად" მიიღო ღაზის სექტორში ექვსკვირიანი ზავის შესახებ წინადადება

პალესტინელი ისრაელის თავდასხმის შედეგად დანგრეულ თავის სახლთან, ქალაქი რაფაჰი. ისრაელის მხარემ  "ძირითადად" მიიღო წინადადება ღაზის სექტორში ექვსკვირიანი ზავის შესახებ ჰამასთან.

ისრაელის მხარემ "ძირითადად" მიიღო წინადადება ღაზის სექტორში ექვსკვირიანი ზავის შესახებ ჰამასთან, რომელსაც შეერთებული შტატები და ევროკავშირი ტერორისტულ დაჯგუფებად მიიჩნევენ.

ამის შესახებ CNN-ი და Financial Times-ი თეთრი სახლის წარმომადგენელზე დაყრდნობით იტყობინებიან. გეგმის მიხედვით, ცეცხლის შეწყვეტა იძლევა მძევლების, ძირითადად ქალების, მოხუცების და დაჭრილების გათავისუფლების, ასევე ღაზის სექტორისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას საშუალებას.

Financial Times-ის თანახმად, ჰამასი ჯერ არ დათანხმებულა ამ კატეგორიის დაკავებულების გათავისუფლებას.

მედია იუწყება, რომ პალესტინელთა დაჯგუფების, შეერთებული შტატებისა და კატარის წარმომადგენლები უკვე ჩავიდნენ კაიროში, რათა გააგრძელონ მოლაპარაკება.

მოსალოდნელია ისრაელის დელეგაციის ჩასვლაც.

Reuters-ის თანახმად, ჰამასის დელეგაცია კაიროში 3 მარტს ჩავიდა. ჰამასის დელეგაციის ჩასვლის მერე, პალესტინელმა ოფიციალურმა პირმა Reuters-ს განუცხადა, რომ შეთანხმება "ჯერ არ დასრულებულა," რომ ისრაელის მხრიდან არ ყოფილა იმის ოფიციალური დადასტურებაც, რომ მისი დელეგაციაც ჩავიდოდა კაიროში.

წინა გაცვლა შედგა ნოემბრის ბოლოს და თითქმის ერთი კვირა გაგრძელდა.

CNN-ის ცნობით, მძევლების გაცვლისა და სექტორისთვის დახმარების მიწოდების მეორე ეტაპი ექვს კვირაში განხორციელდება. ჰამასის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ზავი შეიძლება მიღწეულიყო ორ დღეში, თუ ისრაელი დაეთანხმება ორგანიზაციის მოთხოვნებს.

პირობები მოიცავს იძულებით გადაადგილებული მშვიდობიანი მოსახლეობის დაბრუნებას ღაზის სექტორის ჩრდილოეთ ნაწილში და ჰუმანიტარული დახმარების გაზრდას.

ასევე ნახეთ ბლინკენი ისრაელისთვის ხედავს მეზობლებთან კავშირების ნორმალიზების "განსაკუთრებულ“ შესაძლებლობას