უკრაინამ რუსეთის ოთხი დრონი ჩამოაგდო

უკრაინის თავდაცვამ ჩამოაგდო რუსეთის ოთხი დრონი, 2024 წლის 1 მარტი (საილუსტრაციო ფოტო)

უკრაინის საჰაერო თავდაცვამ ხარკოვისა და დნეპროპეტროვსკის რეგიონების თავზე 1 მარტის დილას ჩამოაგდო რუსეთის ოთხი დრონი, - იუწყება უკრაინის არმია, თუმცა არ აკონკრეტებს, საერთო ჯამში რამდენი დრონი გაუშვა მოსკოვმა უკრაინის ტერიტორიაზე.

პარალელურად, რუსეთის სასაზღვრო რეგიონის, კურსკის გუბერნატორი, რომან სტაროვოიტი ამბობს, რომ უკრაინის მხრიდან დრონებით შეტევის შედეგად რეგიონში 1 მარტს ოთხი სოფელი დარჩა ელექტროენერგიის გარეშე.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო მანამდე აცხადებდა, რომ მისმა საჰაერო თავდაცვამ უკრაინის ოთხი დრონი ჩამოაგდო ბელგოროდის და ნიჟნი ნოვგოროდის რეგიონების თავზე. უკრაინას კომენტარი არ გაუკეთებია რუსეთის ამ განცხადებებზე.

ასევე ნახეთ რუსეთის შეჭრიდან ორი წლის თავზე, ევროპაში უკრაინის გამარჯვების ნაკლებად სჯერათ