პრემიერი ასახელებს მიზეზს, რის გამოც ჯანდაცვის მინისტრმა თანამდებობა დატოვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობიდან გადაყენების მიზეზი კომუნიკაციის მიმართულებით შექმნილი პრობლემებია. ჟურნალისტებთან საუბრის დროს ირაკლი კობახიძემ ამის საილუსტრაციოდ დაასახელა "რესპუბლიკური საავადმყოფოს" მაგალითი.

"ვხედავდი პრობლემებს მართვის კომუნიკაციის კუთხით. ამასთან დაკავშირებით იყო უკმაყოფილება სამედიცინო საზოგადოებაში... არ შედიოდა ჩემს გეგმაში ჯანდაცვის მინისტრის შეცვლა, მაგრამ დავინახე ხარვეზები... ეს, პრაქტიკულად, დღეს გადაწყვეტილი საკითხია", - უთხრა ჟურნალისტებს ზურაბ აზარაშვილის გადაყენების მიზეზზე საუბრისას პრემიერ-მინისტრმა და დასძინა, რომ "არგუმენტებს სჭირდება მოსმენა და სჭირდება გათვალისწინება".

დღეს, 1 მარტს, 10:30 საათზე მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურმა ჟურნალისტებს აცნობა, რომ ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი თანამდებობას ტოვებდა.

ასევე ნახეთ კობახიძესთან საუბრის შემდეგ ჯანდაცვის მინისტრი გადადგა - მთავრობის პრესსამსახური

უფრო ადრე, 24 თებერვალს, ირაკლი კობახიძემ შეცვალა "რესპუბლიკური საავადმყოფოს​" დანგრევაზე ყოფილი პრემიერისა და ჯანდაცვის მინისტრის გადაწყვეტილება.

ასევე ნახეთ „რესპუბლიკურის“ შენობა უსაფრთხოა - როგორ გადახაზა ახალმა პრემიერმა წინამორბედის გადაწყვეტილება ორ დღეში