ლილოს დასახლებაში ახალგაზრდა ქალი მოკლეს

საილუსტრაციო ფოტო

თბილისის გარეუბანში, ლილოს დასახლებასთან - სოფელ წინუბანში, ახალგაზრდა ქალი მოკლეს. მოკლული 21 წლისაა.

შემთხვევა დღეს, 28 თებერვალს, დილით მოხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე (განზრახ მკვლელობა) მუხლით.