სომხეთის და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრები ბერლინში შეხვდებიან ერთმანეთს

ბრანდენბურგის კარიბჭე, ბერლინი

28-29 თებერვალს ბერლინში შეხვედრას გამართავენ სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრები, რათა განიხილონ სამშვიდობო ხელშეკრულება, რომლის თაობაზეც მიმდინარე თვეში შეთანხმდნენ მიუნხენში. ეს ინფორმაცია რადიო თავისუფლებას 26 თებერვალს მიაწოდა სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა ანი ბადალიანმა.

აზერბაიჯანის მედია საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ადასტურებს შეხვედრის დროსა და ადგილს.

შეხვედრის ფონია სისხლიანი ძალადობის მორიგი აფეთქება სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე.

ასევე ნახეთ ფაშინიანი სომხეთ-აზერბაიჯანს შორის ფართომასშტაბიანი ომის საფრთხეზე საუბრობს