"შევთავაზებთ პუტინს პლატფორმას, სადაც აღიარებს, რომ დამარცხდა" - ზელენსკი

"შესაძლებელია თუ არა საუბარი ყრუ ადამიანთან, რომელიც თავის ოპონენტებს კლავს"?- განაცხადა ზელენსკიმ რუსეთის პრეზიდენტის მისამართით.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ არ აპირებს მოლაპარაკების გამართვას რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან, რომელსაც ოპონენტების მკვლელი უწოდა.

„განა შეიძლება ლაპარაკი ყრუსთან? შეიძლება ლაპარაკი ადამიანთან, რომელიც თავის ოპონენტებს კლავს? ჩვენ შევთავაზებთ [პუტინს] პლატფორმას, რომელზეც მას შეუძლია დაგვეთანხმოს, რომ წააგო ეს ომი და რომ ეს იყო შეცდომა. დიდი შეცდომა, რომელიც მისთვის მცირეა, ჩვენთვის კი ტრაგედიაა“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 25 თებერვალს კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე.

უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკრაინისათვის რთული იქნება მარტ-აპრილი, რომლის დროსაც ადგილი ექნება სხვადასხვა სახის ზეწოლას და ასევე პოლიტიკურ და ფინანსურ ტალღებს.

უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკრაინისათვის რთული იქნება მარტ-აპრილი, რომლის დროსაც ადგილი ექნება სხვადასხვა სახის ზეწოლას და ასევე პოლიტიკურ და ფინანსურ ტალღებს.

„რუსეთი მოამზადებს კონტრშეტევას ზაფხულის დასაწყისში ან, თუ შეძლებს, მაისის ბოლოს. ისინი ამისთვის მოემზადებიან. ჩვენ ბრძოლისთვის მოვემზადებით. მიმაჩნია, რომ მათ ბრძოლას (შეტევა-რედ.), რომელიც 8 ოქტომბერს დაიწყო, შედეგი არ აქვს. ჩვენი მხრივ, ჩვენ საკუთარ გეგმას მოვამზადებთ“, - განაცხადა ზელენსკიმ, რომელსაც ამ გეგმის დეტალებზე აღარ უსაუბრია.

დღესვე უკრაინის თავდაცვის ძალებმა უკან დაიხიეს ქალაქ ავდეევკის დასავლეთით მდებარე, დასახლებულ პუნქტ ლასტოჩკინოდან, - ამის შესახებ უკრაინულ მედიას ჯარების დაჯგუფება „ტავრიის“ სპიკერმა, ჯგუფის სპიკერმა დიმიტრი ლიხოვოიმ აცნობა.

ასევე ნახეთ

რუსეთის არმიამ ავდეევკასთან მდებარე დაბა ლასტოჩკინო დაიკავა- უკრაინული მედია

უკრაინის სარდლობის წარმომადგენლის თქმით, რუსეთის არმია ავიაციისა და არტილერიის დახმარებით მიმდინარე ინტენსიური იერიშების გამო, "უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა უკან დაიხიეს წინასწარ მომზადებულ პოზიციებზე."

ასევე ნახეთ 31 ათასი უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა. ზელენსკიმ პირველად გაამხილა ომში დანაკარგები
  • 16 თებერვალს უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალმა მთავარსარდალმა, გენერალმა ალექსანდრ სირსკიმ დონეცკის ოლქის ქალაქ ავდეევკიდან უკრაინის სამხედრო დანაყოფების გაყვანისა და მათი უფრო „ხელსაყრელ პოზიციაზე გადაჯგუფების“ გადაწყვეტილება მიიღო.
  • უკრაინული ჯარების ჯგუფის „ტავრიის“ მეთაურმა ალექსანდრ ტარნავსკიმ მეორე დღეს განაცხადა, რომ 17 თებერვლის ღამეს უკრაინის არმიამ დონეცკის ოლქის ქალაქი ავდეევკა „ალყის თავიდან აცილების და სამხედრო მოსამსახურეების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის შენარჩუნების მიზნით“ დატოვა.
  • ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, ომის შემსწავლელი ინსტიტუტის (ISW) შეფასებით, უკრაინისთვის დასავლეთის სამხედრო დახმარების შეფერხებამ ხელი შეუწყო ფრონტის რამდენიმე მონაკვეთზე რუსეთის შეტევის დაწყებას.
    ცენტრის ანალიტიკოსების თანახმად, ამჟამად რუსეთის სამხედრო ძალები სულ მცირე სამ შეტევით ოპერაციას ატარებენ - ხარკოვის და ლუგანსკის ოლქების ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ კუპიანსკისა და ლიმანის მიმართულებებით, ზაპოროჟიეს ოლქის დასახლებული პუნქტის, რაბოტინოს რაიონში და დონეცკის ოლქის ქალაქ ავდეევკის გარშემო.