უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 26 თებერვლას პირველად გაამხილა უკრაინის არმიის დანაკარგები რუსეთთან ომში. რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ მიმდინარე საომარ მოქმედებებში, ზელენსკის თქმით, 31 ათასი უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა. ამასთან ვოლოდიმირ ზელენსკის არ უხსენებია დაჭრილთა და დაკარგულთა რაოდენობა.
უკრაინის პრეზიდენტმა ცოცხალი ძალის დანაკარგი 25 თებერვალს გამართულ პრესკონფერენციაზე შეაფასა. პრეზიდენტს თავის ანგარიშში არ უხსენებია სამოქალაქო პირთა შორის დაღუპულთა რაოდენობა.
პრესკონფერენციაზე უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ არ არის დარწმუნებული, აქვს თუ არა უფლება გაავრცელოს მსგავსი მონაცემები. ზელენსკის თქმით, მისი შეფასებით დანაკარგი უფრო ნაკლებია, ვიდრე სხვა ქვეყნებში დასახლებული ციფრი - 300 ან 150 ათასი. რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ დეკემბერში განაცხადა, რომ უკრაინის არმიამ რუსეთთან ომში მოკლულთა და დაჭრილთა სახით 383,000 ადამიანი დაკარგა.
საკუთარ დანაკარგებს რუსეთის ხელისუფლება არ ამხელს.
ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რუსეთის არმიამ მოკლულებისა და დაჭრილების სახით 500 000 ადამიანი დაკარგა.
გასული წლის ნოემბერში ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ რუსეთმა უკრაინაში 300 ათასი ჯარისკაცი დაკარგა.
ასევე ნახეთ
120 ადამიანი დღეში. ჟურნალისტებმა უკრაინაში რუსეთის არმიის დანაკარგები ახალი მეთოდით შეაფასეს- რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომის მეორე წლის თავზე „მედუზის“ და „მედიაზონის“ ჟურნალისტებმა რუსეთის დანაკარგების შესახებ ახალი კვლევა გამოაქვეყნეს.
- ჟურნალისტები წერენ, რომ მათ მიერ შემუშავებული გაანგარიშების მეთოდის გამოყენებით, შეისწავლეს რუს სამხედროთა შორის დაღუპულთა რიცხვი შეჭრის პირველივე დღიდან, 2022 წლის 24 თებერვლიდან - 2023 წლის ბოლომდე. ამ მეთოდით მიღებული რიცხვი 75 ათასია.