დეპორტაციის ისტორია - სიმსივნით დაავადებულ დედას, ავსტრია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალიშვილთან, 9 წლის ფეხბურთელი ვაჟთან და ქმართან ერთად დაატოვებინეს.
მათმა ამბავმა ავსტრიელები ააღელვა, შეიქმნა პეტიცია, დაიწერა სტატიები, აგროვებენ ფულს. საქართველოში ჩამოვიდა 9 წლის ანდრიას სკოლის დირექტორი.
ოჯახს საქართველოში საცხოვრებელი აღარ აქვს, ყველაფერი 7 წლის წინ გაყიდეს, როცა გადაწყვიტეს, რომ ქალიშვილის სიცოცხლის გადასარჩენად ქვეყანა უნდა დაეტოვებინათ.