ბრიტანეთმა 21 თებერვალს სანქციები დაუწესა რუსეთში, არქტიკაში მდებარე იმ ციხის დირექციის ექვს წარმომადგენელს, რომელშიც კრემლის ოპონენტი, ალექსეი ნავალნი დაიღუპა. ნავალნის სიკვდილის შესახებ ცნობა 16 თებერვალს გავრცელდა.
სანქციები დაუწესეს ციხის დირექტორს, პოლკოვნიკ ვადიმ კალინინს და მის ხუთ მოადგილეს - მათ აეკრძალებათ ბრიტანეთში შესვლა, გაიყინება მათი ქონება, აცხადებს ბრიტანეთი.
"ნავალნიმ იტანჯა სამედიცინო მკურნალობის უარყოფისგან, ასევე იძულებისგან ეარა მინუს 32C ამინდში, ციხეში ყოფნის დროს" - წერია განცხადებაში. "მათ, ვინც პასუხს აგებენ ნავალნის სასტიკ მოპყრობაზე, ილუზიები არ უნდა ჰქონდეთ - ჩვენ დავაყენებთ მათი ანგარიშვალდებულების საკითხს" - ამბობს საგარეო საქმეთა მინისტრი, დევიდ კამერონი.
ასევე ნახეთ რუსული სასამართლო ალექსეი ნავალნის დედის საჩივარს მარტამდე არ განიხილავს