რუსეთში 67 ათასზე მეტმა მოქალაქემ საგამოძიებო კომიტეტს გაუგზავნა ოფიციალური წერილები, რომლებითაც მოითხოვენ ალექსეი ნავალნის ცხედრის ოჯახისთვის გადაცემას - იუწყება მედიასაშუალება Meduza, იმ ფონზე, როცა ქვეყანაში იზრდება უკმაყოფილება კრემლის ოპონენტის ცხედრის გამოჩენაზე უარის გამო შესაბამისი უწყებების მხრიდან. წერილების კამპანია წამოიწყო უფლებადამცველმა ჯგუფმა OVD-Info-მა, რომელიც ოფიციალური წერილების გასაგზავნად იყენებს სერვისს Dyatel-ი (Woodpecker).
ევროკავშირი მოითხოვს დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარებას ნავალნის სიკვდილის გარემოებებზე არქტიკაში მდებარე ციხეში. რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის კრიტიკოსის სიკვდილი რუსეთში 16 თებერვალს გამოაცხადეს.
ნავალნის ქვრივი, იულია ნავალნაია ქმრის სიკვდილში საჯაროდ ადანაშაულებს პუტინს და აცხადებს, რომ გააგრძელებს ბრძოლას კრემლის წინააღმდეგ და დამნაშავეთა დასასჯელად.
ასევე ნახეთ ბორელი: ნავალნის დაღუპვის გამო საბოლოო პასუხისმგებლობა ეკისრება პუტინს და რუსეთის ხელისუფლებას ასევე ნახეთ ალექსეი ნავალნი პატიმრობაში გარდაიცვალა