რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის ქვრივი იულია ნავალნაია ვიდეომიმართვას ავრცელებს და აცხადებს ,რომ, ქმრის საქმიანობას გააგრძელებს.
„მე გავაგრძელებ ალექსეი ნავალნის საქმეს. გავაგრძელებ ბრძოლას ჩვენი ქვეყნისთვის. მოგიწოდებთ დადგეთ ჩემ გვერდით. გაიზიაროთ არა მხოლოდ მწუხარება და უსასრულო ტკივილი, რომელმაც მოგვიცვა და არ გვტოვებს. გთხოვთ, გაიზიაროთ მრისხანება, ბრაზი და ზიზღი მათ მიმართ, ვინც ჩვენი მომავლის მოკვლა გაბედა... სირცხვილი ის კი არაა გააკეთო ცოტა, სირცხვილია არაფრის კეთება. სირცხვილია თავი დააშინებინო“, - თქვა მან.
ნავალნაიამ თქვა, ასევე რომ რუსებს სჭირდებათ „თავისუფალი, მშვიდობიანი, ბედნიერი, მშვენიერი მომავლის რუსეთი“.
„მე ასეთ რუსეთში მინდა ცხოვრება, მინდა ასეთში ცხოვრობდნენ ჩემი და ალექსეის შვილები. მინდა ის ავაშენო თქვენთან ერთად. ზუსტად ისეთი, როგორიც ალექსეი ნავალნის წარმოედგინა. ღირსებით, სამართლიანობით და სიყვარულით სავსე რუსეთი“.
რუსეთის ოფიციალური ინფორმაციით, ციმბირში, იამალის ოლქში მდებარე კოლნიაში მყოფი ალექსეი ნავალნი 16 თებერვალს გარდაიცვალა. ოჯახის წევრებს ცხედარი ჯერჯერობით არ უნახავთ.
ასევე ნახეთ პრესმდივნის ცნობით, ალექსეი ნავალნის დედა და ადვოკატები მორგში არ შეუშვესრუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალურმა სამსახურმა 16 თებერვალს განაცხადა, რომ ალექსეი ნავალნიმ გასეირნების შემდეგ თავი შეუძლოდ იგრძნო, გონება დაკარგა, ექიმების მიერ მისი რენიმირების მცდელობა კი უშედეგოდ დასრულდა.
ოპოზიციონერი ლიდერი, 47 წლის ალექსეი ნავალნი თაღლითობის და ექსტრემისტული ორგანიზაციის შექმნის ბრალდებებით, 19-წლიან სასჯელს იხდიდა იამალის ოლქის კოლონიაში. ნავალნი თავს მიიჩნევდა პუტინის რეჟიმის პოლიტიკურ პატიმრად. მას ასეთად მიიჩნევდნენ უფლებადამცველები და დასავლეთის სახელმწიფოები.
ასევე ნახეთ პუტინის მთავარი მოწინააღმდეგე. ნავალნის გზა ფოტოებში„კორუფციასთან ბრძოლის ფონდის“ დამაარსებელი ალექსეი ნავალნი, რომელიც 2020 წლის აგვისტოს ბოლოს, რუსეთში მოწამლეს „ნოვიჩოკის“ ჯგუფის ნივთიერებით, გერმანიაში მკურნალობის შემდეგ მოსკოვში 2021 წლის იანვარში დაბრუნდა და აეროპორტშივე დააკავეს.
ალექსეი ნავალნის სიკვდილის გამო პუტინს დააკისრეს პასუხისმგებლობა რუსეთის ოპოზიციამ და დასავლეთის სახელმწიფოებმა.