გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 19 თებერვალს გერმანიაში რუსეთის ელჩი დაიბარა ალექსე ნავალნის, როგორც სამინისტროს წარმომადგენელმა თქვა, ქვეყნის ყველაზე ცნობილი ოპოზიციონერი ლიდერის, სიკვდილის გამო.
„დღეს ბერლინში შედგება შესაბამისი შეხვედრა რუსეთის ელჩთან,“ - თქვა სამინისტროს წარმომადგენელმა მორიგ პრესკონფერენციაზე.
გერმანია ცალსახად მოითხოვს რუსეთში პოლიტიკური მოტივით დაპატიმრებული ყველა პირის განთავისუფლებას“ თქვა პრესმდივანმა და დასძინა: „შოკის მომგვრელია ფაქტი, რომ რუსეთში იჭერენ ადამიანებს ალექსეი ნავალნის სიკვდილის ხსოვნის აღსანიშნავად ყვავილების დადების გამო“.
რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალურმა სამსახურმა 16 თებერვალს განაცხადა, რომ ალექსეი ნავალნიმ გასეირნების შემდეგ თავი შეუძლოდ იგრძნო, გონება დაკარგა, ექიმების მიერ მისი რეანიმირების მცდელობა კი უშედეგოდ დასრულდა .არ არის დადგენილი გარდაცვალების მიზეზი.
47 წლის ალექსეი ნავალნი თაღლითობის და ექსტრემისტული ორგანიზაციის შექმნის ბრალდებებით, 19-წლიან სასჯელს იხდიდა იამალის ოლქის კოლონიაში.
„კორუფციასთან ბრძოლის ფონდის“ დამაარსებელი ალექსეი ნავალნი, რომელიც 2020 წლის აგვისტოს ბოლოს, რუსეთში მოწამლეს „ნოვიჩოკის“ ჯგუფის ნივთიერებით, გერმანიაში მკურნალობის შემდეგ მოსკოვში 2021 წლის იანვარში დაბრუნდა და აეროპორტშივე დააკავეს.
ასევე ნახეთ პრესმდივნის ცნობით, ალექსეი ნავალნის დედა და ადვოკატები მორგში არ შეუშვეს