19 თებერვალს ჰააგაში, გაეროს უმაღლეს სასამართლო ინსტანციაში დაიწყო ისტორიული მოსმენები ისრაელის მიერ იმ მიწების 57 წლიანი ოკუპაციის შესახებ, რომლებიც პალესტინელთა სახელმწიფოს შექმნისთვის არის განკუთვნილი.
მოსმენები მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში ექვს დღეს გასტანს.
მოსმენები დაიწყო გაეროს გენერალური ასამბლეის თხოვნით, რომ გაკეთდეს იურიდიული ძალის არ მქონე საკონსულტაციო დასკვნა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ისრაელის პოლიტიკის შესახებ. მართალია, საქმის განხილვა მართლმსაჯულების დიდ დარბაზში დაიწყო ისრაელსა და ჰამასს (აშშ-ში და ევროკავშირში ტერორისტულ ორგანიზაციად შერაცხილი დაჯგუფება) შორის ომის ფონზე, ოკუპირებულ იორდანეს დასავლეთ ნაპირზე, ღაზის სექტორსა და ანექსირებულ აღმოსავლეთ იერუსალიმზე ისრაელის უვადო კონტროლისკენ არის მიმართული .
განცხადება სასამართლოში 7 ოქტომბრამდე, ომის დაწყებამდე იყო შესული. მოელიან , რომ პალესტინელთა იურიდიული გუნდი საერთაშორისო მოსამართლეებს განუცხადებს, რომ ისრაელმა დაარღვია ტერიტორიების დაკავების აკრძალვა, როცა ანექსია გაუკეთა ოკუპირებული ტერიტორიების მნიშვნელოვან ნაწილს, და ასევე პალესტინელთა თვითგამორკვევის უფლება, შემოიღო რასობრივი დისკრიმინაციის და აპართეიდის სისტემა.
პირველ დღეს სხდომა დაიწყო პალესტინელთა წარმომადგენლის, ავტონომიის საგარეო საქმეთა მინისტრის რიად ალ-მალიკის გამოსვლით. როცა მან ისრაელის მიერ პალესტინელთა ტერიტორიების ოკუპაცია დაახასიათა, განაცხადა, რომ "ეს ოკუპაცია არის ანექსია და თავისი ბუნებით სუპრემატისტული,“ რაც, მალიკის თანახმად, საერთაშორისო სამართლის შეგნებული და ცინიკური დარღვევაა და მისი მოგვარების ერთადერთი საშუალება, რომელიც საერთაშორისო სამართალს შეესაბამება, არის, მისი სიტყვებით, „დაუყოვნებლივი, უპირობო და სრული დასრულება ამ უკანონო ოკუპაციისა“.
„ჩვენ სასამართლოსგან ახალი სიტყვის მოსმენა გსურს,“ - განაცხადა პალესტინელთა საგარეო საქმეთა სამინისტროს გაეროს განყოფილების ხელმძღვანელმა, ომარ ავადალამ.
პალესტინელთა გამოსვლის შემდეგ სასამართლოს წინაშე ილაპარაკებს 51 სახელმწიფოს და სამი საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელთა უპრეცედენტო რაოდენობა.
სასამართლოს დასკვნის გამოტანამდე ალბათ თვეები გავა.
ისრაელის წარმომადგენელი სასამართლოს მოსმენებზე სიტყვით არ გამოვა, მაგრამ შეუძლია წერილობითი განცხადება წარადგინოს.
სასამართლო ამ ეტაპზე ასევე განიხილავს ისრაელის ჰამასის ომის გამო სამხრეთი აფრიკის მიერ შეტანილი საჩივარს. სამხრეთმა აფრიკამ წარადგინა 84-გვერდიანი საჩივარი, სადაც ნათქვამია, რომ ისრაელი პალესტინელების მიმართ გენოციდს ახორციელებს, რადგან ხოცავს მათ ღაზაში, სერიოზულ ფიზიკურ და მენტალურ ზიანს აყენებს და ქმნის პირობებს, რომლებიც გათვლილია პალესტინელების ფიზიკურად გასანადგურებლად.
მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლო (Iinternational Court of Justice, შემოკლებით ICJ) გაეროს მთავარი სასამართლო ორგანოა. მას ზოგჯერ გაეროს საერთაშორისო სასამართლოს ან მსოფლიო სასამართლოსაც უწოდებენ. ის 1945 წელს შეიქმნა სახელმწიფოებს შორის დავების გადასაჭრელად. არ უნდა შეგვეშალოს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში, რომელიც ასევე ჰააგაში მდებარეობს და რომელიც ინდივიდუალური პირების მიმართ ომის დანაშაულების ბრალდებებს განიხილავს.
ასევე ნახეთ ჰააგის სასამართლო ისრაელს უბრძანებს აღკვეთოს გენოციდი, არ ავალებს ცეცხლის შეწყვეტას