რუსეთის ქალაქებში 400-ზე მეტი ადამიანი დააკავეს ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის ხსოვნის პატივსაცემად გამართული აქციების დროს.
ნავალნი 16 თებერვალს გარდაიცვალა სასჯელაღსრულების კოლონიაში.
რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მძაფრი ოპონენტის, 47 წლის ნავალნის უეცარი სიკვდილი დიდი დარტყმა იყო მრავალი რუსისთვის, რომლებიც მასზე მომავლის იმედებს ამყარებდნენ.
ასობით ადამიანი ყვავილებითა და სანთლებით მივიდა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა მემორიალებთან და ძეგლებთან და პატივი მიაგეს პოლიტიკოსის ხსოვნას. OVD-Info უფლებათა ჯგუფის ცნობით, ათზე მეტ ქალაქში პოლიციამ 18 თებერვლის საღამოს 401 ადამიანი დააკავა.
ასევე ნახეთ მღვდელი, რომელიც ნავალნის პანაშვიდის გადახდას გეგმავდა, ინსულტით საავადმყოფოში მოხვდა