„პუტინი არის მკვლელი“ - რუსეთის მოქალაქეები თბილისში, საელჩოს ყოფილ შენობასთან შეიკრიბნენ

თბილისი. 16 თებერვალი. ოპოზიციონერი ლიდერის, ალექსეი ნავალნის გარდაცვალების შემდეგ, რუსეთის მოქალაქეები თბილისში, რუსეთის ყოფილ საელჩოსთან შეიკრიბნენ.

რუსი ოპოზიციონერი ლიდერის, ალექსეი ნავალნის კოლონიაში გარდაცვალების შესახებ ცნობის გავრცელების შემდეგ, რუსეთის მოქალაქეები თბილისში, რუსეთის ყოფილ საელჩოსთან შეიკრიბნენ.

თბილისი. 16 თებერვალი. ოპოზიციონერი ლიდერის, ალექსეი ნავალნის გარდაცვალების შემდეგ, რუსეთის მოქალაქეები თბილისში, რუსეთის ყოფილ საელჩოსთან შეიკრიბნენ.

მათ აქვთ ტრანსპარანტები: „პუტინი არის მკვლელი“, „ვინ მოკლა ნავალნი, თუ არა პუტინმა?“, „პუტინმა მოკლე ჩვენი პრეზიდენტი“.

თბილისი. 16 თებერვალი. ოპოზიციონერი ლიდერის, ალექსეი ნავალნის გარდაცვალების შემდეგ, რუსეთის მოქალაქეები თბილისში, რუსეთის ყოფილ საელჩოსთან შეიკრიბნენ.

რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის სიკვდილის ამბავი 16 თებერვალს, დღის მეორე ნახევარში გავრცელდა. რუსეთის ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურის ცნობით, ნავალნი იამალის ნახევარკუნძულზე მდებარე კოლონიაში გარდაიცვალა.

უწყების თანახმად, ნავალნი გასეირნების შემდეგ გახდა ცუდად და მყისიერად გონება დაკარგა. ადგილზე მისულმა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებმა პატიმრის რეანიმირება ვერ შეძლეს.

თბილისი. 16 თებერვალი. ოპოზიციონერი ლიდერის, ალექსეი ნავალნის გარდაცვალების შემდეგ, რუსეთის მოქალაქეები თბილისში, რუსეთის ყოფილ საელჩოსთან შეიკრიბნენ.

სხვადასხვა წყაროს ცნობით, სასწრაფო დახმარება ადგილზე რამდენიმე წუთში მივიდა, ხოლო ექიმები ნავალნის რეანიმირებას ნახევარი საათის მანძილზე ცდილობდნენ.

თბილისი. 16 თებერვალი. ოპოზიციონერი ლიდერის, ალექსეი ნავალნის გარდაცვალების შემდეგ, რუსეთის მოქალაქეები თბილისში, რუსეთის ყოფილ საელჩოსთან შეიკრიბნენ.

პოლიტიკოსის ადვოკატმა ლეონიდ სოლოვიოვმა კომენტარზე უარი განაცხადა. მან დააზუსტა, რომ უფლებადამცველმა პატიმარი ოთხშაბათს მოინახულა და მაშინ ნავალნი ნორმალურად იყო. საზოგადოებრივი მონიტორინგის კომისიამაც განაცხადა, რომ ნავალნი ჯანმრთელობის პრობლემებს არ უჩიოდა.

სიკვდილის მიზეზი ჯერ დადასტურებული არ არის.

ასევე ნახეთ „ჩვენ ბევრნი ვართ და გვახსოვს ალექსეი ნავალნის სიტყვები“ - ბათუმში რუსეთის მოქალაქეებმა აქცია გამართეს