რუსეთის უზენაესმა სასამართლომ 15 თებერვალს არ დააკმყოფილა საჩივარი, რომელიც პრეზიდენტობის - ომის მოწინააღმდეგე - კანდიდატმა, ბორის ნადიოჟდინმა შეიტანა საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილების წინააღმდეგ, რომლის მიხედვითაც, ის არ გაატარეს რეგისტრაციაში არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად მომავალ თვეში.
ნადიოჟდინმა მაშინვე თქვა, რომ გაასაჩივრებდა უზენაესი სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას.
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გააუქმა ათასობით ხელმოწერა, რომელიც მან შეაგროვა კანდიდატობისთვის საჭირო 100 000 ხელმოწერის მისაღწევად.
ათასობით ადამიანი გამოვიდა ნადიოჟდინის მხარდასაჭერად, რომელიც აცხადებს, რომ ყველა ხელმოწერა სწორად შეგროვდა და ისინი ძალაშია.
ასევე ნახეთ რეგისტრაცია დასრულდა, რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ოთხი კანდიდატი მიიღებს მონაწილეობას