უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის შეიარაღებული ძალების ყოფილ მთავარსარდალს, გენერალ ვალერი ზალუჟნის უკრაინის გმირის წოდება მიანიჭა. შესაბამისი ბრძანებულება უკრაინის პრეზიდენტის საიტზეა გამოქვეყნებული.
ზალუჟნის ჯილდო გადაეცა „განსაკუთრებული პირადი დამსახურებისთვის სახელმწიფო სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის საქმეში“.
გარდა ამისა, ზალუჟნი დაჯილდოვდა „ოქროს ვარსკვლავის“ ორდენით.
ასევე ნახეთ ზელენსკიმ ზალუჟნის ნაცვლად უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლად დანიშნა ოლექსანდრ სირსკიუკრაინის გმირის წოდება მიენიჭა ასევე თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელს, გენერალ კირილო ბუდანოვს.
ზალუჟნის 2021 წლიდან ეკავა უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობა. მთავარსარდლის პოსტზე ის ჩაანაცვლა ოლექსანდრ სირსკიმ, რომელიც მანამდე უკრაინის სახმელეთო ჯარების სარდალი იყო.
უკრაინის მედია აღნიშნავს, რომ ადრე უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის პოსტის კანდიდატად კირილო ბუდანოვიც განიხილებოდა.