შსს: რუსთავის ბაზარში სროლისას ოთხი ადამიანია მოკლული

რუსთავი, ე.წ. სტამბოლის ბაზარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულია 1988 წელს დაბადებული ადამიანი, რომელმაც რუსთავის ე.წ. სტამბოლის ბაზრის ტერიტორიაზე ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გაისროლა.

შსს-ს თანახმად, სროლის შედეგად მოკლულია ოთხი პირი, მათ შორის ერთ-ერთი ბრალდებულის ბიძაა, რომელიც ამავე ბაზარში იყო დასაქმებული. დაჭრილია ერთი პირი, ბრალდებულის ბიძაშვილი. დაჭრილი მოთავსებულია საავადმყოფოში, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდება.

Info rustavi-ს ცნობით, ცეცხლსასროლი იარაღი შემთხვევის ადგილზეა დატოვებული.

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ

სამართალდამცველებმა ბრალდებული შემთხვევის ადგილზე დააკავეს.

ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებიან. რა მუხლით აღიძრა საქმე, ჯერჯერობით უცნობია.