„სუვერენიტეტის“ კანონის გამო ევროკავშირი იწყებს უნგრეთის წინააღმდეგ მოქმედებას

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ევროკავშირის სამიტზე. ბრიუსელი. 29 ივნისი, 2024 წელი

7 თებერვალს ევროკავშირმა განაცხადა, რომ დაიწყო უნგრეთის წინააღმდეგ მოქმედება მას შემდეგ, რაც ბუდაპეშტმა მიიღო კანონები, რომლებიც, მისი თქმით, მიზნად ისახავს "უნგრეთის სუვერენიტეტის" დაცვას და უცხოეთის გავლენის შეზღუდვას.

კრიტიკოსების თქმით, ეს კანონები არის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის ნაციონალისტური მთავრობის ბოლო მცდელობა, გააჩუმოს ოპონენტები ევროკავშირისა და უნგრეთის გადამწყვეტი ადგილობრივი არჩევნების წინ, რომლებიც ივნისში ჩატარდება.

ევროკომისიამ - ევროკავშირის აღმასრულებელმა ორგანომ - განაცხადა, რომ ევროკავშირის კანონმდებლობის დარღვევისთვის უნგრეთს ოფიციალური შეტყობინების წერილი გაუგზავნა.

ეს ნაბიჯი, ევროკავშირის ჟარგონით, ცნობილია, როგორც დარღვევის პროცედურა. უნგრეთს ორი თვე აქვს წერილზე პასუხის გასაცემად.

ასევე ნახეთ “აგენტების კანონი” 2.0? უნგრეთი სუვერენიტეტის დაცვის სამსახურს ქმნის