თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ ასურეთში, საჰაერო ბურთის მაღალი ძაბვის გადამცემ ხაზებზე შეჯახების შედეგად დაიღუპნენ ტელეკომპანია "იმედის" ოპერატორი და ორი მფრინავი.
თანამშრომლის, მიშო ბიძინაშვილის, გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას ადასტურებს ტელეკომპანია "იმედი". ორი დაღუპული მფრინავიდან ერთი, სავარაუდოდ, უცხო ქვეყნის მოქალაქეა.
შემთხევისას დაიღუპნენ ასევე, საქართველოს აერონავტიკის ფედერაციის პრეზიდენტი და კომპანია Sky Travel Group-ის დამფუძნებელი რევაზ უთურგაური და პოლონელი მფრინავი კშიშტოფ ზაპარტი. კოლეგები, დაღუპულ მფრინავებს სამძიმარს უცხადებენ.
საჰაერო ბურთი დღეს, 7 თებერვალს ფოთიდან აფრინდა, 400-კილომეტრიანი მარშრუტი კახეთში, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან უნდა დასრულებულიყო.
ეს იყო მოსამზადებელი, საცდელი გაფრენა, რის შემდეგაც მფრინავები მსოფლიო რეკორდის დამყარებას შეეცდებოდნენ საჰაერო ბურთით ყველაზე დიდ მანძილზე გაფრენით.
დღეს, 7 თებერვალს, დაახლოებით 14:00 საათზე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქვემო ქართლში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ასურეთში, საჰაერო ბურთი მაღალი ძაბვის გადამცემ ხაზებს შეეჯახა.
ასევე ნახეთ ასურეთში საჰაერო ბურთი ელექტროგადამცემ ხაზს შეეჯახა, არის მსხვერპლიაეროსტატის ჩამოვარდნის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით (საჰაერო მოწყობილობების უსაფრთხოების წესის დარღვევა).