ქვემო ქართლში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ ასურეთში საჰაერო ბურთი მაღალი ძაბვის გადამცემ ხაზს შეეჯახა. არსებული ინფორმაციით, არის მსხვერპლი.
რადიო თავისუფლების ინფორმაციით, აეროსტატზე მყოფი ადამიანების ოჯახებმა უბედური შემთხვევის შესახებ ჯერ არ იციან.
ასევე ნახეთ საჰაერო ბურთის ჩამოვარდნის შედეგად დაიღუპნენ ორი მფრინავი და "იმედის" ოპერატორიადგილზე მუშაობენ პოლიციის, სახანძრო-სამაშველო და სასწრაფო დახმარების ჯგუფებიც. მომხდარი შემთხვევის შესახებ ოფიციალურ უწყებებს ჯერ ინფორმაცია არ გაუვრცელებიათ.