კიევის მახლობლად დრონების, „ბაირაქთარის“ ქარხანას აშენებენ

საილუსტრაციო ფოტო. უპილოტო საფრენი აპარატი Bayraktar TB2

საბრძოლო უპილოტო საფრენი აპარატებით, „ბაირაქთარით“(Bayraktar) ცნობილი თურქული კომპანია Baykar-ი კიევის მახლობლად ქარხანას აშენებს. ეს სააგენტო Reuters-ს დაუდასტურა კომპანიის ხელმძღვანელმა ჰალუქ ბაირაქთარმა.

მისი ინფორმაციით, მშენებლობა 12 თვეში დასრულდება და იქ 500-მდე ადამიანი დასაქმდება. ქარხანა წელიწადში გამოუშვებს TB2 ან TB3 ტიპის დაახლოებით 120 დრონს.

ჰალუქ ბაირაქთარის განცხადებით, გეგმა წინ მიიწევს და ვერაფერი შეაჩერებს.

ასევე ნახეთ SIPRI: მსოფლიოში იარაღის წარმოება მზარდ მოთხოვნას ვერ ეწევა

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიმ 1 თებერვალს გამოქვეყნებულ სტატიაში, რომელიც რუსეთთან ომში მყოფი უკრაინის ძირითად ამოცანებს ეხება, განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა უპილოტო საფრენი აპარატების სისტემის განვითარებაზე.