უნგრეთის მმართველი პარტია აყოვნებს შვედეთის ნატოში გაწევრიანების საკითხზე კენჭისყრას

პარლამენტის შენობა ბუდაპეშტში

უნგრეთის მმართველმა პარტიამ 5 თებერვალს ბოიკოტი გამოუცხადა პარლამენტის სხდომას შვედეთის ნატოში გაწევრიანების საკითხზე, რის შედეგადაც კვორუმის არარსებობის გამო კენჭისყრა გადაიდო. უნგრეთი არის ალიანსის წევრი ბოლო ქვეყანა, რომელმაც შვედეთის განაცხადის რატიფიცირება უნდა მოახდინოს.

ბუდაპეშტი მოსკოვთან ახლო კავშირებს 2022 წლის თებერვალში რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგაც ინარჩუნებს. უნგრეთი ამბობს, რომ პრინციპში მხარს უჭერს შვედეთის სურვილს, თუმცა ამ საკითხის დამტკიცება თვეების განმავლობაში გაჭიანურდა.

აშშ-მა გააძლიერა ზეწოლა ბუდაპეშტზე, სტოკჰოლმის განაცხადის რატიფიკაციის მიზნით.

ასევე ნახეთ უნგრეთის ოპოზიციას პარლამენტის რიგგარეშე სხდომის გამართვა სურს შვედეთის ნატოში გაწევრიანების საკითხზე