რუსულმა მხარემ ოკუპირებულ აფხაზეთს ელექტროენერგიის მიწოდება შეუმცირა, იტყობინება კომპანია „ჩერნომორენერგო“.
„1 თებერვლიდან რუსეთის ფედერაციიდან ელექტროენერგიის მიწოდების მოცულობის შემცირების გამო, „ჩერნომორენერგო“ აფხაზეთის მთელ ტერიტორიაზე გრაფიკს აწესებს“, - ნათქვამია განცხადებაში.
დღეს აბონენტებს შუქს ორჯერ, ორ-ორი საათით გაუთიშავენ.
განახლება: მოგვიანებით "ჩერნომორენერგომ“ განაცხადა, რომ არ დაწესდება კონკრეტული გრაფიკი, შეზღუდვები კი რუსეთიდან მიწოდებული მოცულობის შესაბამისად იქნება.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში „სოციალური ნაკადის“ ფარგლებში დაიწყო რუსული ელექტროენერგიის უფასო მიწოდება. თუმცა აფხაზურმა მხარემ შეტყობინება მიიღო, რომ მიწოდება „სრული მასშტაბით ვერ მოხდება რიგი ტექნიკური მიზეზების გამო“.
აფხაზური მხარე იძულებულია, რუსეთიდან მიიღოს ელექტროენერგია, ენგურჰესის ჯვრის წყალსაცავში წყლის დაბალი დონის გამო.
ასევე ნახეთ უფასო რუსული დენი ფასიანი გახდა - აფხაზეთი „ბნელი ზამთრის“ საფრთხის წინაშე ასევე ნახეთ BMG-ის ცნობით, კრისტინა ოზგანს ზუგდიდში საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე შეხვდა