თბილისში, წერეთლის გამზირზე, დასრულდა გზის სავალი ნაწილის რეაბილიტაცია. საავტომობილო მოძრაობა დღეიდან, 1 თებერვლიდან, აღდგა.
თბილისის მერი კახა კალაძე ამბობს, რომ დარჩენილი სამუშაოები მარტში დასრულდება.
"არ მინდა შეცდომაში შევიდეს საზოგადოება და იფიქროს, რომ პროექტი მთლიანად დასრულდა. აქ საგზაო ნაწილზე იყო ლაპარაკი. პარალელურად მიმდინარეობს ტროტუარების მოწყობა, გამწვანების სამუშაოები. რაც შეეხება გარე განათების ბოძებს, გამზირის ერთ მხარეს დამონტაჟებულია, ხოლო მეორე მხარეს მიმდინარეობს აღნიშნული სამუშაოები.
გარდა ამისა, ეზოებში შესასვლელები მოწესრიგდება, დაიგება ასფალტი, გზა დაიხაზება, ახალი შუქნიშნები დაყენდება. ყველაფერი გაკეთდება ისევე, როგორც სხვა გამზირების შემთხვევაში. ძალიან ლამაზი გამზირი იქნება, როდესაც მარტში მთლიანად დასრულდება სამუშაოები", - განაცხადა კახა კალაძემ, რომელიც წერეთლის გამზირზე იყო მისული მოადგილესთან, ირაკლი ბენდელიანთან ერთად.
ასევე ნახეთ მიწისზედა მეტრო, ახალი საბაგიროები, ხელოვნური ტბა და სხვა შეუსრულებელი დაპირებები თბილისის მერიისგანგამზირის რეაბილიტაცია 2023 წლის აპრილში დაიწყო. მერიის დაპირებით, მისი სრული რეაბილიტაცია 2024 წლის იანვრის ბოლოს უნდა დასრულებულიყო, თუმცა მოგვიანებით აქცენტი მხოლოდ საავტომობილო გზის ნაწილზე კეთდებოდა.
წერეთლის გამზირის სიგრძე სულ 3,5 კილომეტრია. მხოლოდ საგზაო ნაწილის განახლება 31 მილიონი ლარი დაჯდა.
ორი კვირის წინ, 15 იანვარს, თბილისის მერმა კახა კალაძემ მოულოდნელად შეწყვიტა ხელშეკრულებები ორ კონტრაქტორთან, რომლებიც წერეთლის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ატარებდნენ. მერი დაეყრდნო მუნიციპალური ლაბორატორიის დასკვნას.
"სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს უხარისხოდ პროექტთან შეუსაბამოდ. დღეის მდგომარეობით, სამუშაოების ძირითადი ნაწილი დასრულებული არ არის… ვერ კეთდება დაახლოებითი პროგნოზი სამუშაოების დასრულების ვადაზე", - წერია კახა კალაძის 15 იანვრის ბრძანებაში.
ასევე ნახეთ თბილისის მერია: წერეთელზე სამუშაოები უხარისხოდ მიმდინარეობს ასევე ნახეთ კალაძე: მთლად რომ ჩვენ მოგვიწიოს მუშაობა, წერეთელზე საგზაო სამუშოები იანვრის ბოლოს უნდა დამთავრდესგამზირის სრული რეაბილიტაციის ფარგლებში, გზის დაგების გარდა, უნდა დარგონ ხეები, მოეწყოს ტროტუარები, გადასასვლელები და შეიცვალოს განათების სისტემები.