უკრაინა ამბობს, რომ იარაღის შესყიდვებში კორუფციული სქემა გამოავლინა

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა (SBU) განაცხადა, რომ იარაღის შესყიდვებში აღმოაჩინა კორუფციული სქემა.

„[გამოვლენილი არიან] თავდაცვის სამინისტროს ჩინოვნიკები და იარაღის მიმწოდებელი „ლვოვის არსენალის“ მენეჯერები, რომლებმაც მოიპარეს თითქმის 1,5 მილიარდი გრივნა ($40 მილიონამდე) ჭურვების შეძენისას“, - განაცხადა SBU-მ.

ოფიციალური ინფორმაციით, ჭურვების შესყიდვაზე კონტრაქტი „ლვოვის არსენალთან“ 2022 წლის აგვისტოში დაიდო და გადახდა მოხდა წინასწარ, თუმცა უკრაინულ ჯარს არანაირი იარაღი არ მიუღია, თანხა კი გარკვეულ უცხოურ ანგარიშებზე გადავიდა.

ენდემური კორუფციის აღმოფხვრა რჩება მთავარ საკითხად უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, სამხედრო ძალებში კორუფცია კი განსაკუთრებით მგრძნობიარე საკითხია უკრაინაში.

გასული წლის სექტემბერში, სხვადასხვა კორუფციული საქმის გამო თანამდებობიდან გაათავისუფლეს თავდაცვის მინისტრი ოლექსი რეზნიკოვი.