საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალურ ვებსაიტზე, president.ge-ზე, ჰაკერული თავდასხმა მოხდა. ინფორმაცია თავდაპირველად გავრცელდა ტელეგრამ-არხებით.
სავარაუდოდ, თავდასხმა განხორციელდა რუსული ჰაკერული ჯგუფის მიერ. საიტზე შესულ ადამიანებს ხვდებოდათ წარწერა: "დაჰაკულია COZY BEAR-ის მიერ, დიდება რუსეთს".
COZY BEAR-ი ჰაკერების რუსული ჯგუფია, რომელიც, დასავლური დაზვერვის სამსახურის ცნობით, ФСБ-ს ხელმძღვანელობით მოქმედებს.
ახლა პრეზიდენტის ოფიციალური საიტი გათიშულია, მასზე შესვლა შეუძლებელია და ასევე წაშლილია ჰაკერების დატოვებული ტექსტი.
ჰაკერული თავდასხმის შესახებ იუწყებოდნენ ტელეკომპანიები "ფორმულა" და "მთავარი არხი".
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ქართულ ვებსაიტებზე კიბერშეტევა ხორციელდება. ერთ-ერთი ყველაზე დიდი თავდასხმა მოხდა 2019 წელს. მათ შორის თავდასხმა განხორციელდა პრეზიდენტის ვებსაიტზეც.
მასალა არქივიდან I’LL BE BACK - ბოლო ათი წლის ყველაზე მასშტაბური კიბერთავდასხმა მასალა არქივიდან „პროსერვისი“: მწყობრიდან გამოვიდა ჩვენს სერვერებზე განთავსებული დაახლოებით 15 000 ვებგვერდი