სულ მცირე 13 ადამიანი ემსხვერპლა ხანძარს ჩინეთში, სკოლის საერთო საცხოვრებელში

საილუსტრაციო ფოტო

ჩინეთში, ხენანის პროვინციაში, სკოლის საერთო საცხოვრებელში გაჩენილ ხანძარს, სულ მცირე, 13 ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას CNN ჩინეთის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათი ცნობით, ცეცხლი საერთო საცხოვრებელში პარასკევს ღამით, ადგილობრივი დროით 11 საათზე გაჩნდა.

ჩინეთის სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, დაკავებულია სკოლის ხელმძღვანელი.