ასევე ნახეთ ირანი-პაკისტანის დარტყმები, აშშ-ბრიტანეთი ჰუთების წინააღმდეგ და ღაზის ომი - რა ხდება ახლო აღმოსავლეთში
19 იანვარს აშშ-ის არმიამ კვლავ განახორციელა დარტყმები იემენში განთავსებული ჰუთი მემაბოხეების წინააღმდეგ და მიზანში ამოიღო სარაკეტო დანადგარები, რომლებითაც წითელ ზღვაში ხომალდებზე უნდა განხორციელებულიყო თავდასხმები, - აცხადებს თეთრი სახლი.
"დღეს დილით აშშ-ის ძალებმა სამი წარმატებული თავდაცვითი შეტევა განახორციელეს ჰუთების სამიზნეებზე იემენში", - თქვა თეთრი სახლის პრესმდივანმა, ჯონ კირბიმ.
მიმდინარე კვირაში ეს მეოთხე "პრევენციული დარტყმაა" ჰუთების სარაკეტო დანადგარებზე, ამბობს კირბი და დასძენს, რომ ეს ქმედებები განხორციელდა "თავდაცვითი მოსაზრებით, თუმცა ისინი ასევე ხელს უწყობს საერთაშორისო წყლების უსაფრთხოების გაზრდას როგორც საბრძოლო, ისე სავაჭრო ხომალდებისთვის".