დადასტურებულია რუსეთის 42 ათასზე მეტი სამხედროს დაღუპვა უკრაინაში

19 იანვრის მონაცემებით დადასტურებულია რუსეთის 42 ათასზე მეტი სამხედროს დაღუპვა უკრაინაში, 2024 წელი

19 იანვრის მონაცემებით ცნობილია რუსეთის 42 284 სამხედროს სახელები, რომლებიც უკრაინის ომში დაიღუპნენ. დანაკარგები დაითვალეს "მედიაზონამ" და ბიბისის რუსულმა სამსახურმა, მოხალისეთა გუნდთან ერთად. წინა, 29 დეკემბრის მონაცემს დაემატა 1600-ზე მეტი ადამიანი.

ჟურნალისტებისთვის ცნობილია იმ 7810 ყოფილი მსჯავრდებულის სახელები, რომლებიც კოლონიებიდან წაიყვანეს ომში და იქ დაიღუპნენ. მსხვერპლს შორის 5089 მობილიზებული სამხედრო იყო.

19 იანვრისთვის დადასტურდა რუსეთის არმიის და სხვა ძალოვანი სტრუქტურების 3 ათასზე მეტი ოფიცრის სიკვდილი, მათგან 349 ატარებდა ვიცე-პოლკოვნიკის ან კიდევ უფრო მაღალ წოდებას.

დაღუპულთ ყველაზე მაღალი მაჩვენებელი მოდის სვერდლოვსკის, ჩელიაბინსკის და როსტოვის ოლქებზე, ასევე ბურიატიაზე.

მკვლევრები დათვლას აწარმოებენ ღია წყაროებით - ადგილობრივი ადმინისტრაციების, მედიის და დაღუპულების ნათესავების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, ასევე სასაფლაოების მონაცემებზე დაყრდნობით. პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ ამ ფორმით მიღებული რიცხვი არ ასახავს დანაკარგების რეალურ დონეს.