თბილისის მერია იუწყება, რომ დედაქალაქში, წერეთლის გამზირის მკვეთ ქუჩებზე, საავტომობილო მოძრაობა მონაცვლეობით შეიზღუდება. მიზეზი ის სარეაბილიტაციო სამუშაოებია, რომლებიც გასული წლის აპრილის შემდეგ მიმდინარეობს.
"ამ დროისთვის, საგზაო სამუშაოების ბოლო ეტაპი მიმდინარეობს, რის გამოც, წერეთლის გამზირზე, „დინამო არენას“ მიმდებარე ტერიტორიიდან შოთა შალიკაშვილის სახელობის ხიდამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში, წერეთლის გამზირის გადამკვეთ ქუჩებზე მოძრაობა ეტაპობრივად შეიზღუდება", - აცხადებენ მერიაში.
შეზღუდვები შეეხება ცაბაძის, ფიფიების, გორის, ბათუმის, ფოთის, ბაგრატიონის, ევდოშვილის, თემურ ფიფიას, კედიას, ვანის, ბაქრაძის, სტანისლავსკისა და სამტრედიის ქუჩებს, სადაც ასფალტის საფარის დაგების პროცესში საავტომობილო მოძრაობა მონაცვლეობით შეიზღუდება.
15 იანვარს თბილისის მერმა კახა კალაძემ მოულოდნელად შეწყვიტა ხელშეკრულებები ორ კონტრაქტორთან, რომლებიც წერეთლის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ატარებდნენ. მერი დაეყრდნო მუნიციპალური ლაბორატორიის დასკვნას.
"სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს უხარისხოდ პროექტთან შეუსაბამოდ. დღეის მდგომარეობით, სამუშაოების ძირითადი ნაწილი დასრულებული არ არის… ვერ კეთდება დაახლოებითი პროგნოზი სამუშაოების დასრულების ვადაზე", - წერია კახა კალაძის ბრძანებაში.
ასევე ნახეთ თბილისის მერია: წერეთელზე სამუშაოები უხარისხოდ მიმდინარეობსახლა გამზირი ისევ გადათხრილია, თუმცა თბილისის მერი კახა კალაძე ამბობს, რომ საავტომობილო გზა ორმხრივად უნდა გაიხსნას თვის ბოლომდე.
ასევე ნახეთ კალაძე: მთლად რომ ჩვენ მოგვიწიოს მუშაობა, წერეთელზე საგზაო სამუშოები იანვრის ბოლოს უნდა დამთავრდესგამზირის სრული რეაბილიტაციის ფარგლებში, გზის დაგების გარდა, უნდა დარგონ ხეები, მოეწყოს ტროტუარები, გადასავლელები და შეიცვალოს განათების სისტემები.