ესტონეთის ხელისუფლებამ მოსკოვის საპატრიარქოს ესტონეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურს, მიტროპოლიტ ევგენის (ვალერი რეშეტნიკოვს) ბინადრობის ნებართვაზე უარი უთხრა. მან 6 თებერვლის შემდეგ უნდა დატოვოს ქვეყანა. ამის შესახებ იტყობინება გამოცემა ERR-ი.
ასევე ნახეთ ჩეხური მართლმადიდებლობა მოსკოვის მკლავებშიესტონეთის ხელისუფლებამ მიიჩნია, რომ რეშეტნიკოვი ქვეყნისთვის საფრთხეს წარმოადგენს. „სახელმწიფომ გადაწყვიტა, მას ბინადრობის ვიზის გაგრძელებაზე უარი უთხრას, ვინაიდან რეშეტნიკოვი თავის საჯარო საქმიანობაში, მათ შორის საჯარო გამოსვლებში, მხარს უჭერს აგრესორის მოქმედებებს და მან არ შეცვალა თავისი საქციელი, მიუხედავად იმისა, რომ ის ადრე გააფრთხილეს“, - იმოწმებს ERR-ი ესტონეთის ჩრდილოეთის პრეფექტურის საზღვრის დაცვის ბიუროს ხელმძღვანელს, ინდრეკ არუს.
როგორ და როდის ამართლებდა რეშეტნიკოვი აგრესიას, ესტონეთის ხელისუფლება არ აზუსტებს. ამასთან, მიტროპოლიტმა, ხელისუფლების მოთხოვნით, საჯაროდ დაგმო უკრაინაში მიმდინარე ომი. ის ასევე შეუერთდა ესტონეთის ეკლესიათა საბჭოს განცხადებას, რომელიც გმობს ომს და სამხედრო მოქმედებების შეწყვეტის მოწოდებას შეიცავს.
ასევე ნახეთ პუტინის და კირილეს "ღმერთი" მათ დავალებებზე დარბის - ანდრეი კურაევიროგორც იტყობინებიან, მიტროპოლიტმა ესტონეთში ოთხი წელი გაატარა. მან ორჯერ მიიღო ბინადრობის ნებართვა ორ-ორი წლით. უკანასკნელად მან ვიზა გააგრძელა უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრამდე ცოტა ხნით ადრე.