ისრაელმა ინტენსიურად დაბომბა სამხრეთ ლიბანში მდებარე ხეობა - იუწყებიან ლიბანის უსაფრთხოების წყაროები და ისრაელის არმია, რაც ისრაელის მხრიდან საზღვარზე საგანგებო ძალების ოპერაციის იშვიათი აღიარებაა.
ლიბანის უსაფრთხოების ძალებმა სააგენტო "როიტერსს" უთხრეს, რომ ხეობაზე დროის მოკლე მონაკვეთში განხორციელდა სულ მცირე 16 საჰაერო დარტყმა.
ირანის მიერ მხარდაჭერილი ჰეზბოლა ლიბანის სამხრეთის საზღვართან ბოლო ხანებში ცეცხლს ცვლის ისრაელის ძალებთან, აშშ-სა და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებული ჰამასის მხარდაჭერის მიზნით.
ისრაელის არმია აცხადებს, რომ ტყით დაფარულ სულუკის ხეობაში განახორციელა "საჰაერო და საარტილერიო დარტყმები" ჰეზბოლას ობიექტებზე და იარაღის ინფრასტრუქტურაზე.
ლიბანის უსაფრთხოების წყაროები არ აზუსტებენ, მოხვდა თუ არა დარტყმები ჰეზბოლას სამიზნეებს, თუმცა აცხადებენ, რომ ეს შეიარაღებული ჯგუფი ამ ხეობას იყენებდა ისრაელისთვის რაკეტების სასროლად.