უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი 15 იანვარს ჩავა შვეიცარიის ქალაქ დავოსში, სადაც უკრაინის ათპუნქტიანი "სამშვიდობო ფორმულის" განხილვის მიზნით შეხვდება 81 ქვეყნის წარმომადგენლებს.
"ვიზიტის ფარგლებში პრეზიდენტი შეხვდება პარლამენტის ორივე პალატის პრეზიდენტებს, პარტიათა ლიდერებს, შვეიცარიის პრეზიდენტს, მონაწილეობას მიიღებს მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში და გამართავს რამდენიმე ორმხრივ შეხვედრას", - იუწყება ზელენსკის ოფისი.
ეს არის რიგით მეოთხე საერთაშორისო შეხვედრა, რომელზეც განიხილავენ უკრაინის "სამშვიდობო ფორმულას". შარშან ზელენსკიმ შეხვედრაზე წარადგინა ათპუნქტიანი ფორმულა, რომელიც სხვა საკითხებს შორის მოიცავდა რუსეთის ძალების გასვლას უკრაინიდან და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას.
ასევე ნახეთ დნეპრში აღნიშნეს რუსეთის სარაკეტო დარტყმის წლისთავი, დავოსში მსჯელობენ უკრაინის "სამშვიდობო ფორმულაზე"