თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა ნისლის გამო რამდენიმე თვითმფრინავი ვერ მიიღო

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი

საქართველოს ყველაზე დიდ თბილისის აეროპორტში ნისლისა და უამინდობის გამო რეისების ნაწილი ვერ შესრულდა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ვერ დაჯდა მოსკოვიდან, ერევნიდან, ბაქოდან და თეირანიდან გამოფრენილი თვითმფრინავები.

როგორც აეროპორტის პრესსამსახურში რადიო თავისუფლებას უთხრეს, Georgian Airways-ის თვითმფრინავი, რომელიც მოსკოვიდან თბილისში მიფრინავდა, ქუთაისში დაჯდა. დანარჩენი სამი ავიაკომპანიის (Air Dilijans-ი; AZAL-ი; Qeshm Air-ი) თვითმფრინავები კი უკან გაბრუნდა.

სხვა რეისების შესრულებას ამ ეტაპზე პრობლემა არ შეჰქმნია.