„მეტალურგი“ - დევნილების სასტუმრო წყალტუბოში

20-21 იანვარს, კინოთეატრ „ამირანში“ გაიმართება გიორგი ვარსიმაშვილისა და ჟან ნუშის დოკუმენტური ფილმის, „სასტუმრო მეტალურგის“ საჯარო ჩვენება - ეს არის ამბავი აფხაზეთიდან დევნილი შვიდი ქალისა, რომლებიც 90-იანი წლების დასაწყისში წყალტუბოს მიტოვებულ სანატორიუმ „მეტალურგში“ შეასახლეს.

2022 წელს, სანატორიუმის გასხვისების შემდეგ, ეს ქალები ეტაპობრივად ტოვებენ ამ დროებით საცხოვრებელს, რომელმაც ისინი 30 წლით შეიფარა და გადადიან მათთვის აშენებულ ახალ, მაგრამ მაინც დროებით საცხოვრებელში.

თუმცა ეს, კიდევ ერთი „გადასვლა, მათთვის არ არის უმტკივნეულო პროცესი, რადგან ეს ძლივს შეჩვეული საცხოვრებელი ადგილის კიდევ ერთხელ შეცვლაცაა და შიშიც, რომ მშობლიურ სახლებში ვეღარასოდეს დაბრუნდებიან.

ამ ინტერვიუში ფილმის რეჟისორთან, გიორგი ვარსიმაშვილთან ვსაუბრობთ სასტუმრო „მეტალურგსა“ და მის ბინადრებზე, რომლებიც მიუხედავად 30 წლის გასვლისა, დღემდე მაინც რჩებიან იზოლაციაში, დანარჩენი საზოგადოებისგან შორს.