რიკოთის გვირაბთან მიწის მასა ჩამოიშალა, ავტოტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდა

რიკოთის გვირაბთან მიწის მასა ჩამოიშალა. 10 იანვარი, 2024 წ.

განახლება: საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 152-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა სრულად აღდგენილია.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ძლიერი წვიმის შედეგად რიკოთის გვირაბთან, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 152-ე კმ-ზე (ხევი-ხუნევის მონაკვეთი) მიწის მასა ჩამოიშალა. უწყების ცნობით, ამ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ შეზღუდულია.

გზების დეპარტამენტის განცხადებით, ადგილზე მობილიზებულია ტექნიკა და გზის წმენდა ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.