მერია: კოჯორში, კიკეთში, შინდისში, ტაბახმელასა და წყნეთი-სამადლოს გზაზე ტექნიკური მარილი იყრება

გზის გაწმენდის სამუშაოები თბილისში. 10 იანვარი, 2024 წელი

თბილისის მერიის განცხადებით, მოსული ნალექის გამო, დედაქალაქში გზის გაწმენდის სამუშაოები დაიწყო. კერძოდ, უწყება აცხადებს, რომ კოჯორში, კიკეთში, შინდისში, ტაბახმელასა და წყნეთი-სამადლოს გზაზე ტექნიკური მარილი იყრება.

გავრცელებულ განცხადებაში მერია ასევე აღნიშნავს, რომ შპს „თბილსერვის ჯგუფი“ საჭიროების მიხედვით ტექნიკური მარილს სხვა დასახლებებშიც დაყრის.

თოვლიანობის გამო გზებზე საავტომობილო მოძრაობის შეფერხების შემთხვევაში, შეგიძლიათ დარეკოთ „თბილსერვის ჯგუფის“ ცხელ ხაზზე, ნომერზე 2 61 90 50 ან - თბილისის მერიის ცხელ ხაზზე, ნომერზე 272 22 22.