უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საუბარი გამართა პოლონელ კოლეგა ანჯეი დუდასთან. მათ განიხილეს შეიარაღების სფეროში უკრაინის საჭიროების თემა. ამის შესახებ იტყობინება ზელენსკის ოფისი.
განცხადებაში არაფერია ნათქვამი უკრაინის და პოლონეთის საზღვარზე პოლონელი ფერმერებისა და სატვირთო მანქანების მძღოლების მიერ მოწყობილ ბლოკადაზე, რასაც უკრაინის ეკონომიკაში შეფერხებები მოჰყვა.
ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა დუდას ევროკავშირსა და ნატოში უკრაინის გაწევრიანებისკენ სწრაფვაში მხარდაჭერისთვის, აცხადებს ზელენსკის ოფისი.
ასევე ნახეთ „უკრაინას შორ მანძილზე მოქმედი რაკეტები უნდა მიეცეს“ - რადოსლავ შიკორსკი ასევე ნახეთ პოლონეთი რუსეთს აფრთხილებს საჰაერო სივრცის დარღვევის ფაქტის გამო