78 წლის ასაკში გარდაიცვალა ლეგენდარული გერმანელი ფეხბურთელი ფრანც ბეკენბაუერი

ფრანც ბეკენბაუერი

78 წლის ასაკში გარდაიცვალა გერმანიის უდიდეს ფეხბურთელად მიჩნეული ფრანც ბეკენბაუერი - ამ ცნობას მის ოჯახზე დაყრდნობით 8 იანვარს ავრცელებს გერმანიის საინფორმაციო სააგენტო DPA.

1974 წელს მსოფლიო ჩემპიონატზე გამარჯვებისას, ბეკენბაუერი გერმანიის ნაკრების ლიდერი იყო. შემდეგ, 1990 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, მან მწვრთნელის როლში მოიპოვა გამარჯვება.

ბეკენბაუერი დასავლეთ გერმანიის ნაკრებსა და მიუნხენის "ბაიერნში" კლასიკური, დომინანტური სტილით იყო ცნობილი. მისი მეტსახელი იყო Der Kaiser-ი ანუ "იმპერატორი".