WSJ: რუსეთი გეგმავს შეიძინოს ირანში წარმოებული მოკლე რადიუსის რაკეტები

WSJ იუწყება, რომ რუსეთი ირანისგან ბალისტიკური რაკეტების შეძენას გეგმავს.

გამოცემა Wall Street Journal-ი 4 იანვარს აშშ-ის ანონიმურად დატოვებულ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით იუწყება, რომ რუსეთი გეგმავს, ირანისგან შეიძინოს მოკლე რადიუსის ბალისტიკური რაკეტები და უკვე იღებს ათობით ბალისტიკურ რაკეტას და სარაკეტო დანადგარს ჩრდილოეთ კორეისგან და რომ ეს ნაბიჯები "ღრმა შეშფოთებას" იწვევს ბაიდენის ადმინისტრაციაში.

ამ ცნობის გავრცელების ფონია კიევის თხოვნა მხარდაჭერის გაგრძელებაზე და რესპუბლიკელების მიერ მილიარდობით დოლარის დაბლოკვა - თეთრი სახლის მიერ მოთხოვნილი თანხის ნაწილი უკრაინის დასახმარებლად იყო გათვალისწინებული.

გამოცემა წერს, რომ რუსეთის წარმომადგენლები დეკემბრის შუა რიცხვებში ეწვივნენ ირანში მდებარე საწვრთნელ ობიექტს და დაესწრნენ რაკეტების გამოცდას.