უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლი „ქართული ლეგიონის“ მეთაურმა მამუკა მამულაშვილმა რუსული პროპაგანდის ნაწილი უწოდა გავრცელებულ ინფორმაციას თავისი ლიკვიდაციის შესახებ.
ცნობები, რომ რუსეთის არმიის მებრძოლებმა მამუკა მამულაშვილი უკრაინაში, „სპეცოპერაციის ზონაში“ მოკლეს, ზოგიერთმა რუსულმა ტელეგრამ არხმა გაავრცელა. ამ წყაროების მიხედვით, „ლიკვიდაცია“ ახალი წლის წინ განხორციელდა.
„თავს იხარებენ“, - უთხრა დღეს, 3 იანვარს, მამუკა მამულაშვილმა რადიო თავისუფლებას.
ასევე ნახეთ მამუკა მამულაშვილი: რუსებისთვის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე ვართრუსეთის საგამოძიებო კომიტეტს მამუკა მამულაშვილის და „ქართული ლეგიონის“ სხვა წევრების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეები აქვს აღძრული დაქირავებული მებრძოლების გადაბირების და შეიარაღებულ კონფლიქტში მათი ჩართვის მუხლებით.