ზელენსკის თქმით, ოთხი ადამიანი დაიღუპა და 100-მდე დაიჭრა კიევსა და ხარკოვზე რუსეთის საჰაერო თავდასხმის შედეგად

მეხანძრეები მუშაობენ კიევის სახლთან, რომელიც რუსეთის სარაკეტო შეტევით დაზიანდა, 2024 წლის 2 იანვარი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ 2 იანვარს ოთხი ადამიანი დაიღუპა და სულ მცირე 92 პირი დაიჭრა რუსეთის არმიის მიერ ნასროლი რაკეტებითა და დრონებით. კიევის სამხედრო ადმინისტრაცია აცხადებს, რომ თავდასხმა, თავისი მასშტაბით, რუსეთის მხრიდან ერთი დღით ადრე განხორციელებული იერიშის იდენტური იყო.

კიევის მესვეურების თქმით, ქალაქში 2 იანვრის დილით აფეთქებები იყო, რამდენიმე არეალში გაითიშა ელექტრომომარაგება - მას შემდეგ, რაც საჰაერო თავდაცვის ძალები იუწყებოდნენ, რომ უკუაგდეს რუსეთის სარაკეტო შეტევა.

ხარკოვიდან იუწყებიან რუსეთის იერიშის შედეგად ერთი ადამიანის დაღუპვაზე, 20-მდე პირი დაჭრილია.

ერთი დღით ადრე რუსეთმა "შაჰედის" ტიპის დრონების რეკოდრულად დიდი რაოდენობა, 90 ისროლა უკრაინის მასშტაბით.

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი აცხადებს, რომ მისი ქვეყანა გააძლიერებს თავდასხმებს უკრაინაზე. პუტინის მიერ 1 იანვარს გაკეთებულ ამ განცხადებას წინ უძღოდა რუსეთის სასაზღვრო ქალაქის, ბელგოროდის დაბომბვა 30 დეკემბერს - რასაც, როგორც იუწყებიან, შეეწირა 20-ზე მეტი ადამიანი, დაიჭრა 100-ზე მეტი პირი. რუსეთი ამ თავდასხმაში უკრაინას სდებს ბრალს.

ასევე ნახეთ უკანდახევა არ იქნება! რას ჰპირდებიან ზელენსკი და პუტინი 2024 წელს თავიანთ მოქალაქეებს?